meskheti.ge

სანახავი ადგილები

ზარზმა

ზარზმა

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო...

დეტალურად
ჭულევი

ჭულევი

ჭულის მონასტერი ან ჭულევის მონასტერი — XIV საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, პატარა ზანავში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება საფარისა და ზარზმის მონასტრების ხუროთმოძღვრულ ჯგუფს. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია - იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი და...

დეტალურად
ოქროსციხე

ოქროსციხე

ოქროს ციხე — ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში. ციხის ზემო ნაწილი კლდოვანი ქედის კეხზეა. მისი კედლები ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც ეშვება. ციხის უდიდესი ნაწილი სამხრეთის ფრთაზეა, სადაც კედლების რამდენიმე (თითქმის პარალელური)...

დეტალურად