მწვანე ტბა — ტბა საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილიდან 6 კილომეტრში,[2] ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². მაქსიმალური სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი. ტბას წიწვოვანი და წიფლის ხემცენარეები აკრავს, სწორედ ამიტომაა, რომ წყალს მწვანე ელფერი აქვს. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის.[3] მწვანე ტბა საუკეთესო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და წყლის ველოსიპედებით ტბაზე გასეირნებისთვის.[2]