სასტუმრო ,,შენი სახლი ადიგენში“ მდებარეობს დაბა ადიგენში ა.ზაზაშვილი ქN8-ში.მოგეხსენებათ
მესხეთის ეს პატარა რაიონი დახუნძლულია უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილით, რომ აღარაფერი ვთქვათ ადიგენის ბუნებაზე და სუფთ ჰაერზე. ჩვენთან გაჩერებით თქვენ ნახავთ ზარზმი მონასტერს, ჭულევის მონასტერს, შოშხოთის ტაძარს, თრიალას ტბებს, ოქროს ციხეს(ე.წ ქაჯეთის ციხე), უდის მონასტრებს და დატკბებით მონასტრის ნობათით, ბუზმარეთს (თურქეთის სასაზღვრო ზოლთან, მიმზიდველია ფეხით მოლაშქრეთათვის) აქედან ადვილად მოხვდებით ბეშუმში და კურორტ გოდერძზე წლის ნებისმიერ სეზონზე(განსაკუთრებით კარგია ზამთრში მოთხილამურეებისათვის),ასევე მწვანე ტბაზე. გასათვალისწინებელია ასევე აბასთუმნის ფაქტორი, არაჩვეულებრივი ბუნება და ჰაერი.
ჩვენი სასტუმრო თქვენთვის იქნება სასიამოვნო დასასვენებელი, რომელიც მოგაწვდით სრულყოფილ სერვისს ( კომფორტული ღამისგასათევი, კვებით სურვილის შემთხვევაში, ტრანსპორტირება მინივენით ყველა ლოკაციაზე ჩმოთვლილთაგან სადაც გენდომებათ). სასტუმროში არის 5 საძინებელი(2 ლუქსი, ერთი ოთხადგილიანი ერთი ერთ ადგილიანი და ერთი 2 ადგილიანი ნომერი) 11 ადამიანის ერთდროული განთვსების შესაძლებლობით, ორი აბაზანა, სამზარეულო და მოსასვენებელი სივრცე.