ბუზმარეთის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ უდიდან 7-8 კმ-ის დაშორებით. ეკლესია ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი, თუმცა ამჟამად სრულიად აღდგენილია და აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. პირვანდელი ეკლესია IV-V საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა დარბაზულია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც სწორკუთხედშია ჩაწერილი. ინტერიერი მოხატულია. ფასადებს სადა პროფილის მქონე ლავგარდანი შემოუყვება. ტაძარს არ არის შემკული არანაირი დეკორატიული ელემენტით. ნაგებობას სამხრეთიდან არქიტრავული შესასვლელი აქვს. ბუზმარეთის ეკლესია ძალიან ლამაზ, ხეებით დაბურულ ადგილასაა აგებული. ტაძარი თურქეთის სახღვართან მდებარეობს და მის მოსანახულებლად საჭიროა სპეციალური საშვი.