თრიალას ტბები მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში მთა თლილის ჩრდილოეთ ფერდობზე ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. სულ არის 3 ტბა. სამივე ტბა ტყით არის მოცული და საზრდოობს წვიმისა და წყაროს წყლებით. ტბები გასაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა წყლის დონე მაღალია. ზამთარში ტბები იყინება, მიუხედავად ამისა ზედაპირზე სიარული არასაკმარისი სისქის ყინულის გამო სახიფათოა . მისვლა შესაძლებელია სხვადასხვა მხრიდან. უმოკლესი საფეხმავლო და 4X4 ავტომობილით გავლადი გზა გადის სოფელ იჯარეთზე. შედარებით უკეთესი საავტომობილო გზა გაივლის სოფელ ლელოვანზე, თუმცა ამ გზის შემთხვევაშიც დაგჭირდებათ 4X4 ავტომობილი.